სოფელ ხომულში ორსართულიანი სახლი დაიწვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში ორსართულიანი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო:1tv.ge