რუსთავის მერიაში უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სამუშაო ჯგუფის წევრების ანგარიში მოისმინეს, კერძოდ თუ როგორ მიმდინარეობდა განაცხადების დამუშავებისა და გადარჩევის პროცესი.
დღვანდელ სხომაზე კომისიის მომდევნო სხდომის თარიღიც ჩაინიშნა, სადაც განაცხადების საბოლოო შერჩევა მოხდება. სოციალური საცხოვრისის მიღების მსურველები ორ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ, მათი სარეიტინგო ქულა 150 000 ქულამდე უნდა იყოს და რუსთავში უწყვეტად მინიმუმ 20 წელი უნდა ცხოვრობდნენ.
მე-11 მიკრორაიონში პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალური საცხოვრისი უკვე აშენებულია, შენობა 52 ოჯახზეა გათვლილი.
კომისიის შემდეგი სხდომა 10 სექტემბერს ჩატარდება.