ტვ “პირველზე” კიბერ შეტევა განხორციელდა, ამ დროისთვის არხი პარალიზებულია, ეთერში ვერ გადის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები.
ტელევიზიის ინფორმაციით დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც ტელევიზიის სრული პარალიზება გამოიწვია.
უკვე 6 საათი გავიდა , რაც ტვ პირველი, სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენას ვერ ახერხებს .
ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება, ტვ პირველზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე.