ურეკის სანაპიროზე უბედური შემთხვევისას დაღუპული ორი მოქალაქე წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან . წალკის მუნიციპალიტეტის მერის , ილია საბაძის ინფორმაციით ,შემთხვევის შედეგად 12 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა .
შეგახსენებთ გუშინ ზღვაში ორი მოქალაქე დაიხრჩო.მაშველებმა წყლიდან ორივე მოქალაქე უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს,თუმცა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მათივე ცნობით კაპროვანის სანაპიროზე, რომელიც ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარეობს,მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები.