უცხოელი სტუდენტები რუსთავის მერს შეხვდნენ (+ფოტო)

რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
სამი ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები “ერასმუს +”- ის პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან.

პოლონეთიდან, უკრაინიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული სტუდენტები ქართველ სტუდენტებთან ერთად რუსთავის მერს და რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდნენ.

სტუდენტებმა რუსთავში ახალგაზრდების ჩართულობით მიმდინარე პროექტებზე, ქალაქის გამოწვევებსა და სტრატეგიაზე მიიღეს ინფორმაცია.

პროექტში მონაწილეობას სულ 33 სტუდენტი იღებს.

უცხოელი სტუდენტები რუსთავში 4 აგვისტომდე დარჩებიან.