უცხოური ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უცხოური ენების გამოცდის ტესტების შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გასაგებად აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

დანარჩენი გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად მოხდება.