მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში 3 დღიანი ფესტივალი “ერთიანი კავკასია” ოფიციალურად გაიხსნა. გართობისა და დასვენებისთვის ადგილზე სპეციალური ზონებია გამოყოფილი. ფესტივალის მთავარ სცენაზე 3 დღის განმავლობაში ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები დაუკრავენ. შესრულდება ექსპერიმენტალური და ელექტრონული მუსიკის სინთეზებიც. ადგილზე არის კარვების ზონაც, სადაც ახალგაზრდებს ღამის გატარება შეეძლებათ, მოეწყობა ვორქშოფები და სპორტული ტურნირები.ღონისძიებები შვიდ საათზე დაიწყება.