საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობამ, საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს 1,265 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 35.5 %-ით ნაკლებია და 2.7 %-ით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს.
2018 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია თბილისში განხორციელდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დედაქალაქში ინვესტიციების მოცულობამ 1,033 მლრდ დოლარი შეადგინა.
ასე გამოიყურება იმ რეგიონების ხუთეული, რომელშიც 2018 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა:
თბილისი – 1,033 მლრდ აშშ დოლარი
ქვემო ქართლი – 87,028 მლნ აშშ დოლარი
აჭარა – 75, 551 მლნ აშშ დოლარი
სამცხე-ჯავახეთი – 44, 795 მლნ აშშ დოლარი
იმერეთი – 26, 269 მლნ აშშ დოლარი









