ქობულეთში მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

ქობულეთში ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით შუახნის მამაკაცი , ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა.

ძლიერი ტალღების გამო, მან უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.