ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო, შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.
რთული რელიეფის გამო, ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ვერ მუშაობს, რის გამოც ხანძრის ლოკალიზებას ცოცხალი ძალა ცდილობს. სამუშაოებს ქარი და ძლიერი სიცხე აფერხებს.
შეგახსენებთ, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში,ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს გუშინ გაუჩნდა.