ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია, ცეცხლი 3 ჰექტარ მიწის ფართობზეა გავრცელებული. ყვარლის მერის ინფორმაციით, დილიდან ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან.
ხანძრის ჩაქრობის პროცესში კახეთის გარდა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან.