თბილისში, მთაწმინდის რაიონში რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ოჯახი დააყაჩაღა.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ავტომანქანა და დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს. ავტომანქანა უკვე ნაპოვნია. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.