შესაძლებელი ხდება იმპორტის გადასახადის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება

2019 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების პაკეტი ამოქმედდება. კანონის მიხედვით, პირს შესაძლებლობა მიეცემა, უკან დაიბრუნოს იმპორტის გადასახადის სახით გადახდილი თანხა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში ავტომობილების რეექსპორტის მოცულობა განსაკუთრებით მაღალი ტემპით – 59%-ით იზრდება. 2019 წლის იანვარ-ივნისში რეექსპორტის მოცულობამ $260.5 მილიონი შეადგინა.

ქართველი ავტოდილერებისთვის უმსხვილეს ბაზარს აზერბაიჯანი წარმოადგენს, სადაც $94 მილიონის ღირებულების 8,737 ერთეული ავტომობილი გავიდა. ერთეულის საშუალო ფასი $10,781-ს შეადგენდა.