შესაძლოა, რუსთავის 23-ე საჯარო სკოლას ვაჯა-ფშაველას სახელი მიენიჭოს

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე – რუსთავის №23 სკოლისთვის ვაჟა-ფშაველას სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს და ბიუროს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.