შეფერხებული მოძრაობა რუსთავი-თბილისის გზაზე

შეფერხებული მოძრაობა ფონიჭალის გზაზე – რუსთაველებისთვის ყოველდღიურად რთულ და გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ჩვენი თანამოქალაქეები დილისა და საღამოს საათებში დროის უდიდეს ნაწილს საცობში ატარებენ. გადაადგილების პრობლემას , გზის ის მონაკვეთი ქმნის რომელიც ავტობანის დაუსრულებელი მშენებლობის გამო , ავტომანქანით გადაადგილებისთვის საკმაოდ მოუხერხებელია. უცნობია როდის დასრულდება 10 მილიონიანი პროექტი რომელსაც რუსთაველები 2013 წლიდან ელოდებიან.