ჩინეთში ტაიფუნ „ლეკიმას” 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, მილიონამდე ადამიანი კი ევაკუირებულია, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ტაიფუნი ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილს დაატყდა თავს. რეგიონში 184 სამაშველო ჯგუფი და 36 ათასი მეხანძრე მუშაობს.
ტაიფუნის გამო 1800-მდე ავიარეისი გადაიდო.
ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 2,7 მილიონი ოჯახი.