ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე პოლიციამ 3 აგვისტოს დააკავა, მას ისრაელში გაუპატიურების საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული და დაწყებული იყო მისი საექსტრადიციო პროცედურები.
რამდენიმე დღის წინ ბათუმის სასამართლოში ის შეუძლოდ გახდა, თუმცა ექიმებს რაიმე პათოლოგია არ დაუფიქსირებიათ.
10 აგვისტოს გამთენიისას თანამესაკნემ მამაკაცი გარდაცვლილი ნახა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: rustavi2.ge









