კომპანია რუსთავის წყლის სპეციალური განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
დღეს, 26 აგვისტოს, დავით გარეჯის ქუჩის მიმდებარედ კომპანია რუსთავის წყლის მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა.
ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობისას რამდენიმე საათის განმავლობაში ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, დღეს 26 აგვისტოს 22:00 საათიდან, ხვალ 27 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს .
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.
კომპანია „რუსთავის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.