ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი დაიწყო.
უწყების ცნობით, მონიტორინგი ორი კვირაა მიმდინარეობს, შედეგად გადამოწმდა 30 კლინიკა, დაიწერა 20-მდე ოქმი.
სამინისტროს ინფორმაციით, დარღვევები დაფიქსირდა როგორც რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში, ისე დედაქალაქის კლინიკებში. სამ შემთხვევაში დაფიქსირდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც.
ქვეყანაში 2800-მდე სამედიცინო დაწესებულებაა რეგისტრირებული.