სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი “გავიგუდეთ” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე “ჯეოსთილის” დარღვევების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებს.
საჯაროვდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოქმი,სადაც საწარმოს მონიტორინგის შედეგად მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა.
საწარმოში,რომელიც მოქალაქეების მასშტაბური პროტესტის მიუხედავად სამუშაო პროცესს კვლავ აგრძელებს, მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოქმის თანახმად, საწარმო „ჯეოსთილში“ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირების მიზნით, საწარმოს კუთვნილი ტერიტორიის მორწყვა არ ხდება, მათ შორის იმ ტერიტორიების ,სადაც მძიმე ავტოტექნიკა მოძრაობს. საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესებისას ატმოსფეროში წარმოქმნილია მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროები.
კერძოდ,ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ჯართის დასამუშავებელი დანადგარიდან ნორმებს მხოლოდ ერთი დანადგარი შეესაბამება,ხოლო დანარჩენი ხუთი დანადგარი, ოქმის თანახმად ატმოსფერულ ჰაერს აბინძურებს. კომპანია არ აწარმოებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ატმოსფერული ჰაერის ყოველკვარტალურ მონიტორინგს.კერძოდ არ ხორციელდება თვითმონიტორინგი ატმოსფერულ ჰაერში , ემისიების პერიოდული გაზომვები ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და დასახლებულ ზონასთან.შედეგებიდან გამომდინარე, ირკვევა რომ ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი ნივთიერების კონცენტრაცია სრულად დასაშვებ ნორმას აღემატება.ასევე დადგინდა,რომ ინფორმაცია უახლოეს დასახლებულ ზონასთან დაკავშირებით არასწორია და უახლოესი მოსახლე საწარმოდან 300-იდან 350 მეტრით არის დაშორებული.
დოკუმენტებს tv4 უცვლელად გთავაზობთ: