ჰონგ-კონგში პოლიციელებმა აქცია ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაარბიეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, თუმცა სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიმდინარე აქციების დროს ეს პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პირველი შემთხვევა იყო.
პოლიციელები მომიტინგეებს ხელკეტებით უპირისპირდებოდნენ, მომიტინგეები ჯოხებით.
ჰონგ-კონგის ერთერთმა ოპოზიციონერმა შემთხვევა თიანანმენის დარბევის დროს ცნობილ ტანკის კაცს შეადარა.
25 აგვისტოს აქციაზე 36 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 12 წლის ბავშვი.
პოლიციამ ადგილორივ მედიას განუცხადა, რომ მათ მომიტინგეთა გასაფრთხილებლად გაისროლეს, რადგან პოლიციელების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. მათივე თქმით, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 26 აგვისტოს პოლიციამ დაადასტურა, რომ ექვს პოლიციელს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა, ერთმა კი გაისროლა.
ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტსა და პეკინის გაზრდილ გავლენას უკვე მე-13 კვირაა აპ აპროტესტებს.