11 წელი აგვისტოს ომიდან- რუსთავში რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლისთავის და ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი სახელმწიფო დროშებით მოირთო. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომში დაღუპული გმირების ოჯახებმა და რიგითმა მოქალაქეებმა, მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
სასულიერო პირებმა ჯარისკაცების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრებს სიმბოლურად ჯარისკაცების ამსახველი ფოტოებით და ბიოგრაფიებით ფოტოალბომები გადაეცათ. აღსანიშნავია,რომ ალბომები სკოლებს და ბიბლიოთეკებსაც გადაეცემათ.
პანაშვიდის შემდეგ ,ქალაქის ხელმძრვანელმა პირებმა და გმირების ოჯახის წევრებმა,ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებზე გადაინაცვლეს და საფლავები გვირგვინით შეამკეს.