სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში გამოაქვეყნა. მონაცემები 2019 წლის ივნისში რეგისტრირებულ შემთხვევებს მოიცავს , ანგარიშში მოცემულია ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპიუტერულ დანაშაულების სტატისტიკა . უწყების ცნობით , საანგარიშო პერიოდში კიბერდანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 1.68%-ია.
კერძოდ, 2019 წლის ივნისში რეგისტრირებული იყო სულ 119 ფაქტი, აქედან კი მხოლოდ 2 შემთხვევაა გახსნილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, კიბერდანაშაულად მიჩნეულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მოიცავს იმავე კოდექსის 284-ე, 285-ე და 286-ე მუხლების დისპოზიციაში მოყვანილ ერთ-ერთ კომპონენტს მაინც და არა ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადენილს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით.









