გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 აგვისტოს 15:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, მზიანეთი.
16:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში კოდა, მუხათი, ბორბალო, ღოუბანი, ვაშლოვანი, ფონიჭალა. 18:00-დან 20:00 საათამდე – სოფლებში ღოუბანი, ვაშლოვანი, ბორბალო, ერტისი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.