27 აგვისტოს “ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 აგვისტოს 06:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში ეგობრობის, თოდრიას, კლდიაშვილის, თბილისის, 9 ძმა ხერხეულიძის, შევჩენკოს, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, ცურტაველის, ლერმონტოვის, გურამიშვილის, მარჯანიშვილის, კიკვიძის, ლესელიძის, მშენებელთა, ფიროსმანის, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 17:00 საათამდე – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ნახიდური, ცურტავი, თამარისი, სავანეთი, არქევანი, ხიდისყური, ფარიზი, ბალახაური და მიმდებარე სოფლებს. 15:00-დან 16:00 საათამდე – სოფლებს ატევანი, აკაურთა, ზვარეთი, მამხუტი, მუშევანი, ქ. ბოლნისში სიონის, მაშავერას, სანაპიროს, სულხან საბას ქუჩებს. 16:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებს დარბაზი, ქვეში, ტანძია, კიანეთი, ხახალაჯვარი, სენები, საბერეთი და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 19:00 საათამდე – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს გომარეთი, მამიშლო, საფარლო, ველისპირი, სარკინეთი, მამულო, განახლება, ახა, ანგრევანი, ქვემო კარაბულახი, კაკლიანი, გუგუთი და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 13:30 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ამლივი, ფარცხისი, ტბისი, ორბეთი, ჯორჯიაშვილი, ჩხიკვთა.

10:30-დან 20:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს დურნუკი, ქოთეში, მარაბდა, დიდი დურნუკი.

11:00-დან 18:30 საათამდე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს კოხტა, ხარება, ჩრდილისუბანი, ახალიკი, საბეჭისი, დაშბაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.