ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახსა და სავარგულებს უკიდია.

ამ დროისთვის ხანძრის ჩაქრობას 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 15 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

ხანძარი ლოკალიზებული არ არის.