31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა

დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე აღინიშნება . 31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ 2016 წელს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის სესასრულებლად, ეს 20 წლის წლის წინ, 1999 წელს სწორედ 31 აგვისტოს მოხდა.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია და ვლადიმერ ჩაჩიბაია ქართველ მშვიდობის-მყოფელებს ტელეკონფერენციის საშუალებით გაესაუბრნენ. მათ ავღანეთის, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.