გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 3 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რეგიონებში დილის საათებში ნალექია ნავარაუდევი, 4 აგვისტოდან კი, ტემპერატურის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 37 გრადუსამდე აიწევს.