ნიკა გვარამიას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით, ხვალ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
მოსამართლის 8 გვერდიანი განჩინება დიმიტრი საძაგლიშვილმა დღეს ჩაიბარა. დოკუმენტში მოსამართლე, გიორგი კერატიშვილი იმ არგუმენტებს წარადგენს, რის საფუძველზეც ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 000 ლარის გირაოს უფარდებს. კერატიშვილი გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებს, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა შესაძლოა, მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს.
გუშინ, თითქმის 6 საათიანი სასამართლო პროცესი ღამის ორი საათისთვის დასრულდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა და “რუსთავი 2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 80 ათასის ნაცვლად, 40 ათას ლარიანი გირაო დააკისრა.
პროკურატურამ პროცესზე გირაოს შუამდგომლობა ორი არგუმენტით ახსნა. პირველი, რომ გვარამია შესაძლოა ქვეყნიდან მიმალულიყო და მეორე – იგი მოწმეებზე მოახდენდა ზეგავლენას.
თავისუფლება ან პატიმრობა განაცხადა გვარამიამ, რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი გირაოს გადახდაზე პრინციპულ უარს ამბობს.