,,გასწრობანას თამაშობდნენ,ფსიქოლოგიურ სტრესში ჩაგვაგდეს”-რას წერს მოქალაქე “ინტერტრანსის” მძღოლებზე

კომპანია “ინტერტრანსის” კუთვნილი მიკროავტობუსების მხრიდან სიჩქარის ნორმაზე გადაჭარბების შესახებ რუსთავის ერთ-ერთ ჯგუფში მოქალაქე წერს. მისი ინფორმაციით, რუსთავი-გლდანის ხაზზე მოძრავი ე.წ ყვითელი მიკროავტობუსი N96 მიკროავტობუსის გასწრებას ცდილობდა.

მოქალაქის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,დღეს ვმგზავრობდი რუსთავი-გლდანის ტრანსპორტით. რუსთავიდანვე გლდანის მარშუტკა და რუსთავის N96 მარშუტკა მგზავრების გამო “გასწრობანას” თამაშიბდნენ. მთელი გზა ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვიყავით მგზავრები, რომლებიც სერიოზულ ფსიქოლოგიურ სტრესში ჩაგვაგდეს და ყოველ წამს იქმნებოდა საავარიო სიტუაცია. გასაგებიცაა რა შედეგები შეიძლება მოყოლოდა 2 სამარშუტო ხაზის მძღოლის იდიოტურ დაპირისპირებას, რაც საბოლოო ჯამში ფონიჭალა-ორთაჭალის გზაზე ხელის შეხებაში გადაიზარდა და ყველაზე საშინელი ფაქტი ამ ამბავში ის არის, რომ 96 ნომრის მძღოლს ხელში ეჭირა საგანი, რომელია ადამიანის სიცხლისთვის საფრთხისშემცველია ,როგორც ითქვა ეს ნივთი იყო დანა, თუმცა ჩემი თვალოთ არ დამინახავს, უფრო სწორად შიშისგან ვერც შევხედე შუა ტრასაზე მოჩხუბარ მძღოლოებს.

როგორც იქნა დაგვიბრუნდა მძღოლი ტრანპორტს და გზა განვაგრძეთ, თუმცა უკვე დაცლილი 96 ნომრის მძღოლი მაინც მოგვსდევდა და იქმნებოდა საავარიო სიტუაცია.

2 ფსიქიკურად არაჯანსაღი მძღოლო საფრთხის ქვეშ აყენებდა უამრავი ადამიანის და საკუთარ სიცოცხლეს. გლდანის მარშუტკაში ისხდნენ ბავშვები, რომლებმაც ამ ყველაფრის ფონზე დაიწყეს ტირილი.

96 ნომერი იყო ყვითელი მარშუტკა ნომრის დაფიქსირება ვერ შევძელი, თუმცა, როგორც თქვეს 150 ნომერო იყო ხოლო გლდანის მარშუტკა იყო თეთრი ფერის სამწუხაროდ ,ვერც მისი ნომერი ვერ დავაფიქსორე დაბნეულობის და შიშის ფონზე. გთავაზობთ ორივე მძღოლის ფოტოს, რომელიც შეძლებისდაგვარად გადავიღე.

ვფიქრობ ეს ფაქტი უყურადღებო და ურეაქციოა არ უნდა დარჩეს და კომპანია, რომრლოც მხოლოდ ჯიბეს ისქელებს ვალდებულია ჯამრთელი და გაწონასწორებულო მძღოლები მაინც ყავდეს!!!!!!”-წერს მოქალაქე

როგორც კომპანია “ინტერტრანსში” tv4-ს განუცხადეს, არანაირი შეტყობინება მოქალაქის მხრიდან კომპანიაში არ შესულა. შესაბამისად, კომპანიის პოზიციით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე კომპანიას  არგუმენტირებულად მიმართავს, საკითხის მოკვლევა დაიწყება. შესაბამისად,კომპანიაში აცხადებენ,რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მძღოლების მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.