აგრარულ ბაზრების შემოწმებისს სხვადასხვა დარღვევისთვის 37 -მდე ობიექტი დაჯარიმდა , აქედან 7 შემთხვევაში აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობის ფაქტი-ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს .
სააგენტოს ცნობით , ბაზრებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და ვადების შემოწმების მიზნით, მიმდინარე წელს ჩატარდა 100 სახელმწიფო კონტროლი, როგორც ინსპექტირება ისე დოკუმენტური შემოწმება , სხვადასხვა დარღვევისთვის 37 -მდე ობიექტი დაჯარიმდა , აქედან 7 შემთხვევაში აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობის ფაქტი, რისთვისაც ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სააგენტოს მითითების შესრულების შედეგად, ყველა ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა.









