გუდაუთის რაიონის სოფელ მგუძირხვაში უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან პრეზიდენტობის ერთ – ერთი კანდიდატის, ოლეგ არშბას და ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატის ოლეგ ბარციცის საარჩევნო შტაბს ესროლეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა აბხაზია ინფორმი ავრცელებს.
შტაბის წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტს არშბას და ბარციცის დაშინების მცდელობად აფასებენ. მათივე განცხადებით, ქმედებას აზრი არ აქვს ,რადგან ისინი ბრძოლას საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში მაინც გააგრძელებენ . შტაბის წამომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამართალდამცავები დანაშაულს დროულად გამოიძიებენ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება. მასში 9 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.