ბათუმში ქმარმა ცოლი დაჭრა

ბათუმში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალს ჭრილობა კისრის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია.