ბინ ლადენის შვილი სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს

ბინ ლადენის შვილი ლიკვიდირებულია ამის შესახებ ინფორმაციას უცხორი მედია ავრცელებს.

30 წლის ჰამზა ბინ ლადენი სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს, რომელშიც შეერთებული შტატები მონაწილეობდა. თუმცა ოპერაციის ჩატარების ადგილი და დრო არ სახელდება.

ჰამზა ბინ ლადენმა 2018 წელს ბოლო მიმართვა გაავრცელა, მან არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ხალხს რევოლუციის მოწყობისკენ მოუწოდა. მარტში მას საუდის არაბეთმა მოქალაქეობა ჩამოართვა.

ჰამზა ბინ ლადენის ადგილსამყოფელზე მედიაში სხვადასხვა ვერსია სახელდებოდა.

შეერთებულმა შტატებმა თებერვალში ბინ ლადენის შვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის მილიონ დოლარიანი ჯილდო დააწესა.