ბოლო რამდენიმე დღის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

6-9 აგვისტოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა 6-7 აგვისტოს საქართველოს დაბლობსა და ბარში +24, +29, ხოლო 8-9 აგვისტოს +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.