“ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 აგვისტოს 13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფლებში გაჩიანი, აქთაკლია, ყარაჯალარი, აღთაკლია, კარათაკლია, ფონიჭალა.-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 16:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი, ველი, ყარაჯალარი, რუსთავში მე-11 მიკრორაიონში.

12:25-დან 19:30 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, მამიშლო, ქვემო ოროზმანი, მთისძირი, საფარლო და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დარბაზი, ფოცხვერიანი, გეტა, წიფორი, ხახალაჯვარი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.