მამაკაცს საცხოვრებელი ბინიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა

მამაკაცს საცხოვრებელი ბინიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა. შემთხვევა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
მამაკაცი დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაობზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.