მარნეულის მუნიციპალიტეტში ოთხი ავტომობილი გაქურდეს . ფაქტი ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის ეზოში მოხდა . ადგილობრივების ინფორმაციით , დილით 4 ავტომობილი გაქურდული დახვდათ მოსახლეობა მუნიციპალიტეტში ქურდობის ფაქტების გახშირებაზე საუბრობს .
როგორც tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს . უწყების ცნობით , საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს .









