,,მინდა შეგაშინოთ, დავაფუძნებთ მოძრაობას, უზარმაზარი არმიაა ახალგაზრდების” -ხაზარაძე

,,თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ,დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ,უახლოეს ხანში, ახალი მოძრაობის შექმნა დააანონსა,რომელიც ახალგაზრდებით იქნება დაკომპლექტებული.  

,,უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას, მინდა შეგაშინოთ უზარმაზარი არმიაა ახალგაზრდების,”- განაცხადა ხაზარაძემ 

მისი თქმით, მოძრაობა, რომლის დაფუძნებასაც ბიზნესმენი აპირებს, საკმაოდ მოთხოვნადია.

„უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას. ძალიან დიდი ინტერესია, მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმია, პროფესიონალები გვიერთდებიან. გვიერთდება ის ხალხი, ვისაც უნდა სილაღე დაბრუნდეს და საფუძველი იმის, რომ ადამიანმა აქ ნახოს თავისი პერსპექტივა. იმ ადამიანებმა, რომელთა მშობლებმაც ბოლო კაპიკები გადაიხადეს, წავიდნენ უცხოეთში ისწავლეს, დაბრუნდნენ და ისეთი სპეციალობებით არიან მათ სახელმწიფო არათუ ყურადღებას აქცევს, საერთოდ არ სჭირდებათ. ზოგი კაფეს ხსნის და ზოგი – ბარს, ის სპეციალისტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება“,- განაცხადა ხაზარაძემ.