ოკუპანტებმა საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან.

ინფორმაცია ამის შესახებ სოფელ ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, ტარიელ ვათიაშვილმა დაადასტურა.
ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.