მასწავლებლების ანაზღაურება სექმტებრიდან გაიზრდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა მასწავლებელს რომელსაც სტატუსი აქვს და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდება.
ხოლო პედაგოგს, რომელსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნება ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაეზრდება .
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ასევე ,პედაგოგების გარდა ანაზღაურება სკოლის დირექტორებს ,ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ მუშაკებს გაეზრდებათ -საშუალოდ 20%-ით. რესურსცენტრების ხელმძღვანელების ხელფასები საშუალოდ 200 ლარით გაიზრდება .
სიახლეს დღეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პედაგოგებს პრეზიდენტის ცერემონიათა სასახლეში გააცნობს