პეკინზე დაჭრილ სამი წლის ბავშვს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ. როგორც მკურნალმა ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ჭრილობები გაიკერა. ექიმის თქმით, დამატებითი ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდა.
შეგახსენებთ, თბილისში, პეკინის გამზირზე ოთხი წლის ბავშვს თავს დაესხნენ. ის ოჯახთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, როდესაც გამვლელმა ბასრი საგნით სახის არეში ჭრილობები მიაყენა. გავრცელებულ ვიდეობში ჩანს, რომ თავდამსხმელმა მეორე ბავშვის დაჭრაც სცადა.
პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით.