ანაკლიაში, ფესტივალ Echowaves-ზე გადაღებულ ვიდესთან დაკავშირებით, რომელშიც პოლიციელი მოქალაქეს სახეში ხელს ურტყამს, შსს-მ მოკვლევა დაიწყო.

ვიდეო ანაკლიაში ფესტივალ Echowaves-ზეა გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს სახეში ურტყამს და ხელს ჰკრავს. ხელის დარტყმის შემდეგ სხვა პოლიციელებსა და დაცვის თანამშრომლებს მოქალაქე დაპირისპირების ადგილიდან გაჰყავთ.