საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრემიერი მილოცვას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ავრცელებს.
„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. მხარს ვუჭერთ აყვავებული ევროპული სახელმწიფოს შენების თქვენეულ განზრახვას! დიდება უკრაინას“, – წერს მამუკა ბახტაძე.