პუტინი ამერიკელების მიერ რაკეტის გამოცდას „სიმეტრიულ პასუხს“ გასცემს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო უწყებას აშშ-ს მხრიდან ფრთიანი რაკეტის გამოცდის შემდეგ საშიშროების რისკების შეფასება მოსთხოვა, რათა „გასცენ სიმეტრიული პასუხი“.
პუტინის განცხადებით რუსეთს „არ სურს და არ ჩაერთვება ეკონომიკისთვის გამომფიტავი შეიარაღების თამაშებში“,ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იქნება.
მცირე და მოკლე მასშტაბის რაკეტების შესახებ შეთანხმება აშშ-სა და სსრკ-ს შორის 1987 წელს გაფორმდა და ოფიციალური მოქმედება 2 აგვისტოს შეწყვიტა. შეთანხმება კრძალავდა ისეთი რაკეტების შემუშავებას, რომელსაც შეუძლია მიზნის განადგურება 500-დან 5000 კილომეტრში.

შეთანხმების შეწყვეტის ინიციატორი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. მან მოსკოვს შეთანხმების დარღვევაში წაუყენა ბრალი. შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ ფრთიანი რაკეტის გამოცდა აშშ-მა 19 აგვისტოს ჩაატარა.