საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს , რომ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ლაშა დარსალიას განცხადებით, მიმიდნარეობს ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მიწის მიტაცება შეაჩერონ.
კითხვაზე – რატომ ვერ ხერხდება რუსი ჯარისკაცების მიერ მცოცავი ოკუპაციის შეჩერება იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, მინისტრის მოადგილე პასუხობს – “ეს რუსეთს უნდა ჰკითხოთ”.
„ზოგადად, რუსეთი ახორციელებს ბორდერიზაციის პროცესს ზეწოლის მიზნით… რუსეთს უნდა ჰკითხოთ, რას აპირებს მომავალში, ჩვენ ვთქვით, რომ ამჟამად ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია და სახელმწიფო ყველა თავის ხელთ არსებულ მექანიზმს ამუშავებს, რომ ეს პროცესი არ გაგრძელდეს“, – განაცხადა დარსალიამ.









