რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცახდებით, რძის პროდუქციაზე ფასები მომატებულია, მიზეზი კი მსოფლიო ბაზარზე რძის ფხვნილის ფასის ზრდა და ლარის კურსის გაუფასურებაა.
კახაბერ კონიაშვილის განცახდებით, ქართულ ბაზარზე რძის დეფიციტის პრობლემაა, შესაბამისად, ქვეყანაში ხდება რძის ფხვნილის იმპორტი და ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, საბოლოო პროდუქციის ფასიც გაზრდილია.
მისივე განმარტებით, რძის დეფიციტის პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა რძის მწარმოებელი ფერმერული მეურნეობის შექმნა და გაძლიერება.