სოფელ ბალიჭში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს (+ფოტო )

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალიჭში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს .
მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი , მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო .ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობასაც შეხვდნენ და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
პროექტის ფარგლებში, გვერდითა სანიაღვრე არხების მოწყობის შემდეგ გზაზე ბეტონის დაგებაც იგეგმება. სამუშაოები 22 აგვისტოს დასრულდება.