ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” წარმომადგენელი დავით ქაცარავა ფეისბუქზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ფეისბუქ პოსტისა და ვიდეო მიმართვის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაში, ქაცარავა ამბობს,რომ სოფელ  ბობნევში ერთ-ერთ მცხოვრებელთან წამლების მისატანად ჩავიდა,რის შესახებაც ინფორმაცია,მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს ჰქონდა. ქაცარავას თქმით, სახლთან 4-5 კაციანი ჯგუფი დახვდა , რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.  

ქაცარავა ვიდეო მიმართვაში ამბობს,რომ მას ხელისუფლება ამ მეთოდებით ებრძვის. 

,,მეგობრებო!
ამ წუთას ვიმყოფები ბობნევში.წამლები მოვუტანე დათა პაპას.
ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა. ბუნებრივია შსს ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ.
დათა პაპას სახლთან დამხვდა 4- 5 კაციანი ტიტუშკების ჯგუფი.
მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ. 
მოკლედ, ტიტუშკებით ბრძოლაზე გადავედით?
გასაგებია.მივდივარ საავადმყოფოში. იქედან შეგეხმიანებით
პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა.
ხო, სხვათა შორის, კუანა კურდღლებო, ყბები როგორ გაქვთ?”-წერს ქაცარავა