გუშინ გვიან ღამით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა.
ამის შესახებ ინფორმაცია სუს-ში დაადასტურეს.
სუს-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
ასევე მათი თქმით, საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე.